სარეგისტრაციო წარმოების სტატისტიკა

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში გასულ წლებთან შედარებით მნიშვნელოვნად გაიზარდა სარეგისტრაციო წარმოების მაჩვენებელი. უძრავ ნივთებზე რეგისტრაციათა რაოდენობის ზრდის დინამიკას რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი განაპირობებს. მათ შორის: ეკონომიური სტაბილურობა, პრივატიზაციის პროცესის წარმატებით განხორციელება, უძრავ ნივთზე უფლებათა რეგისტრაციის სისტემის სწორი რეფორმირება და სახელმწიფოს მხრიდან უძრავი ქონების ბაზრის განვითარების ხელშეწყობა.

აღსანიშნავია, რომ რეგისტრაციათა რიცხვის ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი საბანკო სექტორის განვითარება გახდა, რამაც ამ სფეროში კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი. კომერციული ბანკების მიერ შემცირებულმა განაკვეთებმა და მომსახურების გაუმჯობესებამ კი კლიენტებს იპოთეკური სესხის მიღება გაუადვილა. მნიშვნელოვანია ასევე აგრარული სფერო. იგი, კრედიტორების თვალსაზრისით, ტრადიციულად დიდი რისკის სექტორს მიეკუთვნება. ამის მიუხედავად, წინა წლებთან შედარებით, ამ სფეროში საგრძნობლად გაიზარდა ინვესტიციების რაოდენობა, რაც პოზიტიურად აისახა რეგისტრაციათა მზარდ მაჩვენებელზე. ასევე, ახალი საცხოვრებელი თუ კომერციული ფართების შექმნამ ხელი შეუწყო როგორც ძველი, ასევე ახალი უძრავი ქონების დარეგისტრირებას.